ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ნიუ-იორკში, „Ground Floor Gallery“-ში ქართველი, ახალგაზარდა შემოქმედის მარიამ მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა „The Tree of Life“ გაიმართა. გამოფენა კონცეპტუალურად ასახვდა სამყაროსა და ცხოვრების კომპლექსურობას, კავშირებს ადამინებსა და ბუნებას შორის.

მარიამის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მასალასა და ტექნიკაში. ზეთი, აკრილი, მელანი, პასტელი, ალკოჰოლურ მელანში შესრულებული ნამუშევრები მნახეველს საშულაებას აძლევდა ემოგზაურათ მარიამის სულიერ სამყაროში.

„მნიშვენელოვანია პროცესი, როცა მხატვარი ემოციებს ფურცელზე ან ტილოზე გადმოცემს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პროცესი სადაც დამთვალიერებელი სულიერ თუ ემოციურ კავშირს ამყარებს ნამუშევრებთან. ნახატმა გარკვეული ზეგავლენა უნდა მოახდინოს ადამინებზე, აღძრას ემოცია. მიხარია, რომ ეს კავშირები შედგა ჩემს გამოფენაზე“, - აცხადებს მარიამ მაღლაკელიძე.

ახლო მომავალში, ნიუ-იორკში მარიამ მაღლაკელიძის კიდევ რამდენიმე პერსონალური გამოფენა იგეგმება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში