„თავისუფალი საქართველო“ -  კერძო მევახშის მიერ ოჯახის გამოსახლება შევაჩერეთ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, 24 იანვარს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე დანიშნული იყო კერძო მევახშის მიერ სუხიშვილების ოჯახის საპოლიციო გამოსახლება.

მევახშისგან სუხიშვილებმა 78 000 აშშ დოლარი ისესხეს, საიდანაც 38 000 ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადეს. ამჟამად, ოჯახი მზადაა საკუთარი სახლის დასაბრუნებლად მევახშეს 110 000 ევრო გადაუხადოს, თუმცა კრედიტორი შეთანხმებაზე უარს აცხადებს, რადგან მის მიერ ხელში ჩაგდებული ქონების ღირებულება 250 000 აშშ დოლარს აღემატება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად აღსრულების ადგილას საპროტესტო აქცია გამართა. ოჯახის გულშემატკივრების ძალისხმევით, შედგა შეთანხმება გამოსახლების შეჩერების შესახებ.

პარტიის იურისტები მონაწილეობას მიიღებენ მხარეთა შორის დაგეგმილ მედიაციაში, რათა სუხიშვილების 8-სულიან ოჯახს შეუნარჩუნდეს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი.

როგორც კახა კუკავამ აღნიშნა, მხოლოდ ერთი პარტიის რესურსი არ არის საკმარისი მევახშეობის შესაჩერებლად და ამას სახელმწიფოს მხრიდან, მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირების შესრულება სჭირდება, რადგან ათასობით ოჯახი დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების საცხოვრებელიდან გამოსახლება იმის მიუხედავად გრძელდება, რაც პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გასცა ე.წ. „ვალების განულების“ დაპირება.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს