ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, საავადმყოფოების დიდი ნაწილი გადატვირთულია

ჩინეთში, უხანის პროვინციაში 1000 - საწოლიანი საავადმყოფოს ასაშენებლად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 25 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული შენობა სავარაუდოდ, ფუნქციონირებას 3 თებერვლისთვის დაიწყებს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქვეყნის სხვა საავადმყოფოებიც, რომლებიც მედიის ცნობით, ძალიან გადატვირთულია. ჰონგ-კონგის საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, ჰოსპიტალის საწოლების 97% უკვე დაკავებულია, მაშინ როცა, ქალაქში მიმართვიანობის ზრდას ახალი წლის შემდეგ ელოდებიან.

ამასთან, პეკინისა და შანხაის მთავრობები მოსახლეობას, ვინც ქვეყნის იმ რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი მაჩვენებელია დაფიქსირებული, მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქალაქებში ჩასვლისკენ და ადგილზე სულ მცირე 14 დღით დარჩნენ.

ახალი კორონავირუსი სავარაუდოდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. Public Health England-ის დირექტორის ცნობით, რამდენიმე პაციენტზე, რომელთაც დიდი ალბათობით ვირუსი აქვთ, დაკვირვება მიმდინარეობს.

ვირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სინგაპურშიც.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი ჩინეთის პროვინცია უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა მაშინ, როცა ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელსა და მომხმარებელს ერთდროულად აღმოაჩნდა. ამ დროისთვის ვირუსით 25 ადამიანია დაღუპული.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო