საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ლიდერ და წარმატებულ ქალებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მედიის, გასართობი ინდუსტრიის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის სოციალური და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა საქართველოში სხვადასხვა სექტორის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საჭირო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონულ განვითარებაზე, ტურიზმზე და სამედიცინო-სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებებზე.

„საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის უკეთ გაცნობისა და შესაბამის ქართველ პარტნიორებთან დაკავშირების მიზნით საქართველოში მოიწვია. სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა