საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დოხტურიშვილი დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ამ თანამდებობაზე საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი ერთხმად აირჩიეს.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეობიდან ერეკლე კუხიანიძე გადააყენა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ