ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2020

ლევან ხაბეიშვილი - “პირადად კალაძის დავალებით მცემეს. მაინც ვერ მომერევიან, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას”

სოსო ცინცაძე - “ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”

* * *

ლევან ხაბეიშვილი - “პირადად კალაძის დავალებით მცემეს. მაინც ვერ მომერევიან, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას”

"როგორც სჩვევია “ქართულ ოცნებას” ასე ქურდულად და მიპარვით ერთ ადამიანს დამესია რამდენიმე დეპუტატი. . ძალიან პრიმიტიულები არიან. ფიქრობენ, ამ ფორმით შემაშინებენ. არ გამოუვათ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია, ცდება - პირდაპირ ვეუბნები - ფარჩაკები ხართ!” მათ მხოლოდ ფიზიკურად დაპირისპირება შეუძლიათ ერთთან ათს. გარდა იმისა, რომ ლაჩრები არიან, თან გონებაჩლუნგებიც არიან. მათი ქმედება არანაიერ საქციელში არ ჯდება - სვავებივით დამესიენ, თანაც ჩუმად და მოგუდულად და ერთ კაცს გამისწორდა სრულიად “ქართული ოცნება!” - აცხადებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, “ნაცმოძრაობის წევრი” ლევან ხაბეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ხაბეიშვილი: “კალაძის დავალებით მცემეს” / “მე ამ თვალს მალე მოვირჩენ, მაგრამ კალაძე რამდენად მყარად იქნება, ვნახოთ”.

“ვინმე ფიქრობს, რომ ამ საქმე გამოიძიებენ სამართალდამცავი ორგანოები და კალაძის ჩმორებს დასჯიან?! ვიბრძოლებ ბოლომდე. დღევანდელი მუშტი, დღევანდელი წიხლი ასმაგად მაძლიერებს... ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძოლებს ბოლომდე. ეს მუშტო მოგვიქნიეს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ეს იყო კალაძის პირადი ინიციატივა. მე ამ თვალს მალე მოვირჩენ, მაგრამ კახი კალაძე რამდენად მყარად იქნება, ვნახოთ... თვალი ჩამილურჯეს და ალბათ კალაძე ამით ბედნიერია. სულ კორუმპირებულსა და ქურდს ვეძახი, მას ამაზე ტანში აჟრიალებდა და ახლა ალბათ ბედნიერია. მორალური უპირატესობა არის ჩემს მხარე. ეს მუშტი უკან მოგიტრიალდებათ, ოღონდ ხაბეიშვილი კი არა, ქართველი ხალხი მოგიტრიალებთ! მე თვალი დამილურჯეს? ესენი არჩევნებზე გალურჯდებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილი.

“რა გამოძიება, რის გამოძიება, ესენი რისი გამომძიებლები არიან. ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში.. არც მაინტერესებს ეს ყველაფერი. თვალიც გაივლის, თავიც და ფეხიც. მე არაფერი არ მტკივა, ჩემი ქვეყანა მტკივა, ასეთ კრიმინალებს რომ აქვთ ხელში ჩაგდებული. ეს ხალხი ხელისუფლებაშია, ეს ხალხი პოლიტიკურ ოპონენტს, დეპუტატს, საკრებულოს შენობაში, ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად უსწორდება - ბნელ ქვეყანაში, ხალხო, “ბესპრედელია!” ხალხო, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ მათ რამის გამოსწორება შეუძლიათ. 2012 წლიდან მოყოლებული მე და ჩემი მეგობრები თავდაუზოგავად ვიბრძვით მათ წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ”, - დასძენს საკრებულოს დეპუტატი.

“მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ფაქტით ამხილა კალაძეც და ივანიშვილიც. აი, ამის გამო მომხვდა. ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო დამესივნენ, ვერ აიტანეს სიმართლეს რომ ვამბობ. პირდაპირ საკრებულოს დარბაზში გამისწორდნენ. სასაცილოა - ნურავის ჰგონია, რომ ამით შემაშინებენ - კიდევ ბევრ განცხადებს გავაკეთებ მათო კორუმპირებულობის შესახებ. ამ ხნის განმავლობაში ვერ წამაქციეს და ვერ მომავალში წამაქცევნ. ხან ხელის მომიქნია, ხან შუბლი მომადეს, მაინც ვერ მომერევიან. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას” - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

სოსო ცინცაძე - “ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”

“მმართველი პარტია მძიმე არჩევანის წინაშე დგას - მან ან უნდა შეინარჩუნოს როგორმე დემოკრატი მმართველის იმიჯი და წავიდეს დათმობაზე, ან საბოლოოდ მოახდინოს ყველას და ყველაფრის იგნორირება შინ თუ გარეთ, ყველაფრის დასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს. საქართველო ტიპური, კლასიკური ევროპული ქვეყანა რომ იყოს, მმართველი პარტია პირველ არჩევანს გააკეთებდა. დათმობაზე წავიდოდა და ამით შეინარჩუნებდა ხელისუფლებაში მეორე დაბრუნების შანსს. მაგრამ ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ მე გამოვრიცხავ “ქართული ოცნება” რამე დათმობაზე წავიდეს, რასაც შეიძლება ხელისუფლების დათმობა მოჰყვეს”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “ოცნებას” ურჩევნია ახლა წააგოს არჩევნები, რომ მომავლის შანსი დაიტოვოს” / “ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”.

“დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. სამწუხაროდ, ეს უკვე მთავარ იდეოლოგიად, მთავარ კონსტრუქციად იქცა “ქართული ოცნებისთვის”. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ხელისუფლებისთვის საქართველოში ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ინგლისის მაგალითს მოგიყვანთ - მე-19 საუკუნის ინგლისში გლადსტონის პარტია როდესაც არჩევნებს აგებდა, გლადსტონი, იცით, რით იყო დაკავებული? - “ილიადას” თარგმნიდა. წარმოიდგინეთ, დღეს რომ კობახიძე ან წულუკიანი “ილიადას” თარგმნით იყვნენ დაკავებული! დღეს არჩევნები ხელისუფლებას აღქმული აქვს, როგორც სიკვდილი ან გამაჯვება! “არც ერთი ნაბიჯი უკან” - ასეთია დაახლოებით მათი განწყობა... ხელისუფლებისა და ოპოზიციის ეს შეხვედრები ჰგავს შეხვედრებს შეხვედრისათვის, თუმცა ოპოზიცია არაფერს კარგავს, მეტიც, ხელისუფლების ლუსტრაციას ახდენს, რომ მერე სათქმელი ჰქონდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ და მერამდენედ უმტკიცებს დასავლეთს, რომ ხელისუფლებს კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, არადა, პოლიტიკა კომპრომისის გარეშე არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“ყოველგვარი იუმორის გარეშე ვამბობ, წულუკიანის მისამართით ოპოზიციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის - ძალზე გულახდილია, მეტისმეტადაც პოლიტიკისთვის. ჯერ ერთი არ ერთი ევროპელი პოლიტიკოსი არ იტყოდა, ჯობს ოპოზიციამ ახლავე გამოიგლოვის დამარცხებაო. წულუკიანმა იმ ჯადოსნურ ჯოხზე მიანიშნა, რომელსაც ხელისუფლება აიქნევს და გამარჯვებაც გარანტირებული იქნება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკაში ზოგჯერ დღევანდელი წაგება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. დღევანდელი წაგება ხშირად ხვალინდელი დღის გარდაუვალი გამარჯვების გარანტიაა, რაზეც უარს ამბობს დღევანდელი ხელისუფლება...” - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე “თუ დასავლეთი არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, რა შეიძლება მოხდეს?” - პასუხობს:

“ღმერთმა ნუ ქნას! ეს კარგს არ მოუტანს არს ხელისუფლებას და და არც არავის. რაც მთავარია იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისათვის...”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა