თბილისის მერიასთან, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფონდის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფონდის ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერიის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში ძაღლის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ.

აქტივისტები თბილისის მერიის მიერ აღნიშნული საკითხის განხილვის ინიცირებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ.

"17 იანვარს მერიის მუნიციპალურმა თავშესაფარმა მოგვიკლა გაჩუქებული ძაღლი, რომელიც იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი და მე მაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან ვეტერინარის დასკვნაც. ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ ისინი აქეთ გვედავებიან, რომ ძაღლი არ იყო იდენტიფიცირებული. ამ დროს, ძაღლი იყო დაბირკული კერძო კლინიკაში და ამავდროულად ეკეთა საყელური, რაც ნიშნავდა იმას, რომ მას ჰყავდა პატრონი. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და ვთხოვთ ქალაქის მერს დასაჯოს დამნაშავეები”, - განაცხადა თიკო კვალიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს