მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

მოსახლეობის გაზიფიცირების 2019-2021 წლის გეგმის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ ლარი დაიხარჯება.

2019 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 7 რეგიონის 20 მუნიციპალიტეტის 41 დასახლებულ პუნქტში. ჯამში აშენდა 702 485,3 გრძივი მეტრი გაზსადენი და 10 820 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

ამჟამად, სხვადასხვა რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტში, მიმდინარეობს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.

2019 წელს მომზადდა სხვადასხვა რეგიონის, 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის საჭირო პროექტი.

განხორციელებულია 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა, რომლის შესახებ ინფორმაცია გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ