ილია მეორე - მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა - წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებთან ერთად იგალობა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ეკლესია ერთადერთია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, „რომელიც ქალმა მოაქცია“.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.

არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. გეძლევათ კურთხევა, ყოველ დღე იგალობოთ ეს საგალობელი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი“, - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე პატრიარქმა ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კონსტანტინე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე მიტრის ტარების უფლებით, ხოლო დეკანოზი გიორგი ჭიტაძე და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს