ამირან გამყრელიძე - ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა

მე როგორც ვიცი, ეგ ტყუილია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი პირველი და მეორე რიგის დაცვითი საშუალებების, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

მისივე განმარტებით, ყველა ექიმი, რომელიც დღეს მგზავრებს ესაუბრება, აღჭურვილია შესაბამისი ფორმით.

„ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს