ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში თხილის წარმოების პოტენციალზე და თხილის სექტორის განვითარებაში კომპანიის Ferrero როლზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და მეწარმეების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ისაუბრეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, 2020 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა მცენარეთა, ტექნოლოგიების და მომსახურების საერთაშორისო გამოფენა ახალი ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, კონდიცირების, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის - Macfrut, რაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ქართული პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ.

იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა