დავით ზალკალიანი - ბავშვების ინტერესებზე გათვლილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგშისიტყვით მიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის წევრების წინაშე გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შემდეგი წლების განმავლობაში განახორციელებს.

„დღეს მე მაქვს პატივი გავაგრძელო დიალოგი საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც გასულ ნოემბერს მუდმივმოქმედ კომიტეტთან მოსაზრებათა გაცვლით დაიწყო. მაქვს პატივი და ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით ამაყობს, რომ ევროპის საბჭოს წევრობიდან 20 წლის შემდეგ, ის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. გასულ წელს ჩვენ ევროპის საბჭოს 70 წლისთავი აღვნიშნეთ, რომლის დაარსებაც შეიძლება, ჩაითვალოს პირველ მცდელობად მშვიდობიანი და წარმატებული თანაარსებობის შექმნისა და ერებს შორის კონფლიქტების პრევენციისთვის, რომლის მისაღწევადაც ევროპამ ერთობლივი ნაბიჯები გადადგა. მიმდინარე წელს ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70-ე წელი აღვნიშნეთ, რომელიც არის უნიკალური იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც ზედამხედველობს დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო და რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. მან შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც არის უნიკალური და ევროპული თანამშრომლობის საყრდენს წარმოადგენს როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წლის 6 მარტს ევროპის საბჭო საქართველოს თავმჯდომარეობით ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო კონფერენციას სამოქალაქო ჩართულობით, რათა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული ჩართულობის სასარგებლო და ინოვაციური გამოცდილებაზე მსჯელობა მოხდეს. ზალკალიანის განმარტებით, კონფერენციაზე აღინიშნება არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე, რომელიც 28 თებერვალსაა.

ზალკალიანმა ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ბავშვების ინტერესებზე გათვლილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ასევე პრიორიტეტი იქნება ჩვენი ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პერიოდში. გვჯერა, რომ ბავშვების ინტერესებზე გათვლილი მართლმსაჯულების სისტემა მიზანმიმართული უნდა იყოს ბავშვების საჭიროებებსა და უფლებებზე. ჩვენი მიზანია წინ წამოვწიოთ ბავშვებზე მართლმსაჯულების სისტემაზე არსებული ევროპის საბჭოს სტანდარტები, ისევე როგორც გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილება და მიღწევები ამ მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, 23 მარტს საქართველოს ინიცირებით გაიმართება მრგვალი მაგიდა. კონფერენცია დაეხმარება და წაახალისებს წევრ ქვეყნებს, რომ განიხილონ და გადახედონ ეროვნულ გამოცდილებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ევროპულ და საერთაშორისო გამოცდილებასთან მიმართებაში, რომ განსაზღვროს არსებული გამოწვევები და შექმნას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა.

დავით ზალკალიანმა განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისგან და შექმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს