ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020

"აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში?.. ელჩი იქ რას აკეთებს?“ - ბაქრაძის განცხადებას აბსურდი და უმეცრება უწოდეს

"ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებაზე

***

"აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში?.. ელჩი იქ რას აკეთებს?“ - ბაქრაძის განცხადებას აბსურდი და უმეცრება უწოდეს

"აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომ ამერიკელ კონგრესმენთა კრიტიკური წერილები მათთვის საქართველოს შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგია, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "სრულ აბსურდს, გაუგებრობასა და უმეცრებას" უწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სწორედ ელჩის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ამის შესახებ ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა”,- წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში?.. ელჩი იქ რას აკეთებს?“ - ბაქრაძის განცხადებას აბსურდი და უმეცრება უწოდეს

"კონგრესმენების კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს და ამის გამო, თებერვლიდან აშშ-ში ვიზიტებს იწყებს. მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც არსებობს, განხილული უნდა იქნას არა წერილებით, არამედ პირისპირ დიალოგის გზით. აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კონგრესმენთა წერილებში ფაქტობრივი უზუსტობებია, რაც მისი აზრით, მათთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწდებითაა გამოწვეული”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ელჩისგან ზემოაღნიშნული განცხადება უცნაურად ჟღერს, რადგან მისი თქმით,ზუსტად ელჩის მოვალეობაა ის, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ის მოღვაწეობს, ინტენსიურად მიაწოდოს საკუთარ ქვეყანასა და ხელისუფლებაზე ინფორმაცია. "უცნაური განცხადებაა, მითუმეტეს, როდესაც ამას ლაპარაკობს ელჩი, რომელიც ამერიკაშია. ელჩის ერთ-ერთი მოვალეობა ხომ ისაა, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ის ელჩად მუშაობს, სწორი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, თანაც ეს ინფორმირება ინტენსიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

"იქაურ (აშშ-ის) ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ რამე პრობლემა აქვს, ელჩს მიმართავენ - ეს ხომ ჭეშმარიტებაა. თუ საკუთარი ხელისუფლების ელჩმა ვერ გააგებინა მათ რა უნდათ, მაშინ ის წერილები იგზავნება, რაც საქართველოში გამოიგზავნა. "ის, რომ კონგრესმენები ნაკლებად ან არაზუსტად ინფორმირებულები არიან, სრული აბსურდი, გაუგებრობა და სრული უმეცრებაა. აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში და კონგრესმენებისთვის გვეთქვა, რომ იქ რაღაც შეცდომებია? აბა, ელჩი იქ რას აკეთებს?" -განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებაზე

"გაერთიანება უნდათ, პროექტი ყველა ერთის წინაამღდეგ მოსწონთ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმ პარტიის ლიდერს, რომელმაც სილა გააწნა "ოცნების“ ხელისუფლებას. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს დასალური ვექტორის პარტიებმა ერთმანეთი ძიძგნონ“, - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამათლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილის და უფრო კონკრეტულად "ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებაზე

"გრიგოლ ვაშაძეს არაფერი არ უთქვამს ისეთი, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, დაეწყვნენ და ერმთანეთს ასწრებდნენ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 20 ივნისის მოვლენებამდე 600 ათასი ხელმოწერა შევიდა პარლამენტში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს ხალხი, ვინც ხელი მოაწერა, ლამის სამსახურებიდან გამოყარეს. ვაშაძემ თქვა, რომ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნებიო და არავინ არ აპირებს უგულვებელყოს ახალგაზრდების თავგანწირვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მე არავის ავდვოკატი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიკვირს - ასეთი კრიტიკულები არ ყოფილან იმ ხალხის მიმართ, პირდაპირ პუტინთან რომ დარბიან. ძალიან ვერიდები დასავლური ვექტორის პარტიების ლიდერების გაკრიტიკებას, გინდა ბოკერია იყოს და ვინც გინდა ის, ვფრთხილობ, მაგრამ საქმე იცით რაშია - ნახეს რეიტინგები, „ევროპულ საქართველოს“ თურმე „ლელოზე“ ნაკლები რეიტინგი აქვს, „ლელოს“ ამომრჩევლის 10% უჭერს მხარს, მაგათ - 8% და დაიწყეს პროტესტი, კრიტიკა და ჯერ არ შექმნილ კოალიციაში წონაზე ლაპარაკი. „სირცხვილია. ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ. რომ ჰკითხო გაერთიანება უნდათ, მოსწონთ პროექტი „ყველა ერთის წინამღდეგ“. მერე იტყვი რაიმეს და სწყინათ. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს, რომ დასალვურმა ვექტორმა ერთმანეთი ძიძგნოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე  -  1.1 ტრილიონიანი დანაკარგი
ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია - Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა
აღნიშნეთ დედის დღე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (R)