ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, აქციები, რომლებსაც ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ საერთო შემადგენლობიდან გამოყოფილი მცირე ჯგუფი აკეთებს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულის სტატუსით და დაზარალებულების სახელით, არანაირ კავშირში არ არის ამხანაგობის მიზნებთან და პოზიციასთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ ოლია ახალაია აცხადებს, რომ ამხანაგობის დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია განახლდეს მშენებლობა და მიიღონ საკუთარი ქონება.

„ამ მიზნისთვის „ოლიმპიურის“ სტაფთან ერთად, მერიის ხელშეწყობით შევქმენით ახალი პროექტი, ობიექტზე შემოდის ინვესტორი. მიმდინარეობს აქტიური საინვესტიციო პროცესი, რომელიც ჩვენი ქონების დაბრუნების ერთადერთი გზაა.

ქალბატონი, დალი ჩანტლაძე, რომელმაც სოლიდური თანხის საფასურად დაიქირავა ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და ამ საინვესტიციო პროცესში მართავს აქციებს თითქოსდა ჩვენი ინტერესების დასაცავად, წლებია წარუმატებლად იბრძვის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტისა და ამხანაგობის თავმჯდომარის პოსტის ხელში ჩასაგდებად, მოსახლეობიდან, ჩვენგან დამატებითი თანხებისა და ფართების გამოძალვის მიზნით.

მის წინააღმდეგ, ათობით დაზარალებული მობინადრის კოლექტიური განცხადების საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. იკითხებიან მოწმეები. გამოძიებას გადავეცით მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ ამ ქალბატონმა ჩვენი პრობლემა საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია, მოსახლეობისაგან, სხვადასხვა ღონისძიებების მომიზეზებით, აკრეფილი აქვს ათობით ათასი ლარი, რომელსაც სავარაუდოდ, ითვისებდა და ითვისებს დღესაც.

ამჟამინდელი აქციების მიზანიც ნათლად იკვეთება. ის აშანტაჟებს ამხანაგობის პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარეს, სხვა დამფუძნებლებს და იმედოვნებს გაჩუმების ფასად მიიღოს დამატებითი ფართები ახლადშემნილი პროექტიდან!

დაზარალებულების აბსოლუტური უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ, რომ ახალი პროექტი შექმნილია მშენებლობის განახლებისა და ასობით ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით და არავის მივცემთ უფლებას შანტაჟის გზით წაიღოს თუნდაც ერთი კვადრატული! ან გამოძალვის მიზნით დააშანტაჟოს ინვესტორი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიება მალე დადებს სამართლებრივ შეფასებას და ქალბატონს , რომელიც წლებია დაუფარავად მოქმედებს ამხანაგობის ინტერესების საზიანოდ საკადრისი სამართლებრივი პასუხი გაეცემა“, - ნათქვამია ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურასთან, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თაღლითობას და საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს