პრეზიდენტი 20 ივნისის ღამეზე - იმ ფაქტის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, დაიწყო მეორე ეტაპი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პარლამენტს, რადგანაც აშკარა მცდელობა იყო, რომ მასზე კონტროლი დაემყარებინათ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საფრთხე პარლამენტის აღების“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი თავმჯდომარე გადადგა.

ამით საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონელი დეპუტატის ალექსანდერ პოსიეჟის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერების დევნისა და საქართველოში მიმდინარე „შემაშფოთებელი ტენდენციების“ შესახებ კითხვა დაუსვა.

„საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესსა და ევროპარლამენტში გააჟღერეს წუხილი და შეშფოთება იმ ტენდენციების გამო, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი, განსაკუთრებით ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, გამოაქვეყნა განცხადება, რომ კიდევ ბევრი ოპოზიციური ლიდერის დაჭერა მოხდებოდა“,-განაცხადა დეპუტატმა.

„რაც შეეხება გავრილოვის საკითხს, ჩემი აზრით, ის ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველად იყო სპონტანური გაღიზიანება, რომ რუსი პარლამენტარები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში და წარმოთქვამდნენ გარკვეულ სიტყვებს, რომლებიც არ იყო მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის. საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული. მე და არავინ არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ვინმეს ცემა შეიძლება, თუმცა ზოგმა თავიც უნდა შეიკავოს. მეორე ნაწილი ეხება როცა ბატონი გავრილოვი საქართველოდან წავიდა. იმ ფაქტის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, რადგან მან აიღო პასუხისმგებლობა ამ ინციდენტების გამო. ამის შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი, მეორე ფაზა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პარლამენტს, რადგანაც იყო აშკარა მცდელობა, რომ მასზე კონტროლი დაემყარებინათ. მსგავსი განცხადებები გააჟღერეს კიდევაც გარკვეულმა ლიდერებმა. მე მაქვს ბევრ ქვეყანაში წარსული და არ ვიცი არც ერთი ევროპის ქვეყანა, რომელშიც მიღებული იქნებოდა პარლამენტში ძალისმიერი შეჭრა და მეტიც-როცა ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 40 კილომეტრში რუსები იმყოფებიან, ვიცით რა მარტივად შეუძლიათ რუსებს დესტაბილიზაცია ქვეყანაში შესასვლელად გამოიყენონ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა