მურატ ჯიოევი - ამერიკის დახმარება საქართველოს მილიტარისტულ ამბიციებს აძლიერებს

ამერიკის სამხედრო დახმარებას საქართველოსთვის კონფრონტაციული მიზანი აქვს და თბილისის მილიტარისტულ ამბიციებს აძლიერებს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

მისი თქმით, მედიის მიერ გამოქვეყნებულ ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონში საუბარია საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პრიორიტეტზე და მისთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.

„ხსენებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობიანი გარემოს ფორმირებას. ყველაფერი კი, სინამდვილეში, პირიქით არის. საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო დახმარებას გააჩნია კონფრონტაციული მიმართულება, რადგან საქართველოს მილიტარისტულ ამბიციებს აძლიერებს“ ,-აცხადებს ჯიოევი.

მისი თქმით, 2011 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარულად ტარდება ნატო-ს წვრთნები. იზრდება არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ, არამედ ამ სწავლებების ხასიათი და არეალი, რაც, მისი აზრით, ვითარების დაძაბვას იწვევს. ამის მაგალითად ჯიოევი ასახელებს გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ სწავლებას, როდესაც, მისი თქმით, ნატო-ს სამხედრო ტექნიკა მანევრებს ატარებდა სოფელ ციცაგიანთკართან, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვართან“ ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

„ცხადია, რომ საქართველოს ამბიციების დასავლური მხარდაჭერა ხელს არ უწყობს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებათა პროცესის წინსვლას, რომლის ფარგლებშიც საქართველო უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობაზე“, - აცხადებს ჯიოევი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა