EMC-ის წარმომადგენელი - 2019 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 3100 შემთხვევაზე გამამტყუნებელი, 11 ადამიანის საქმეზე კი გამამართლებელი განაჩენი დადგა

2019 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 3100 შემთხვევაზე გამამტყუნებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენი კი მხოლოდ 11 ადამიანის საქმეზე დადგა, - ამის შესახებ EMC- ის წარმომადგენელმა და კვლევის ავტორმა ანა ნასრაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ციფრები აჩვენებს, რომ თითქმის, ყველა შემთხვევაში, როცა იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკულ დანაშაულზე, საქმე გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება.

„გასული წლის განმავლობაში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4200 საქმეზე, თუმცა, ყველა საქმეზე არაა გადაწყვეტილება მიღებული. ასევე, საქმეების 90 პროცენტში საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით და ეს მონაცემიც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. ჩვენი რეკომენდაციაა, უნდა განახლდეს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რადგან კვლევისას გამოიკვეთა, რომ არსებითი საკანონდმებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. სახელმწიფო უარს ამბობს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვაზე. გაზრდილია სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, მოხმარების ფაქტებზე. გარდა ამისა, გაზრდილია ნარკოტესტირებაზე გადაყვანილპირთა რაოდენობა, გასულ წელს, 10 თვის განმავლობაში იყო 10 000 ასეთი შემთხვევა. ასევე მცირედით არის გაზრდილი გადაყვანილ პირთა შემოწმებისას დადებითი შედეგის მაჩვენებელი. საპროცესო შეთანხმება არის ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და ბრალდებულების შემთხვევაში ერთადერთი საშუალება, თავი დააღწიონ ძალიან მძიმე სასჯელებს, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო