გიორგი ვაშაძე - ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, მაგრამ 4 თებერვალს დაგეგმილი გვაქვს მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის სესიის დაწყების პარალელურად

ჩვენ კვლავაც ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, მაგრამ 4 თებერვალს დაგეგმილი გვაქვს მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის სესიის დაწყების პარალელურად, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შანსი, მოუსმინოს ხალხს, დასავლელ პარტნიორებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „რაც უფრო ჯიუტად და უდიერად მოექცევიან ქართველ ხალხს, მით უფრო მკაცრ პასუხს მიიღებს არჩევნებზე“.

„ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, არ ვართ დამოკიდებული თალაკვაძეებზე, კალაძეებზე, გახარიებზე და ივანიშვილებზე. საქართველოს ბედი ვერ იქნება ამ ხალხზე ჩამოკიდებული. იქნებიან ჯიუტად, ასე უნამუსოდ მოქცევიან და გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას?! კიდევ უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებენ ჩვენგან, მაგრამ რაც მთავარია, წელს არის საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს ორ რამეს შორის - უპერსპექტივობა თუ დიდი პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყეყეჩურ და ყელმოღერებულ განცხადებებს თავი დაანებეთ და გირჩევნიათ, გონს მოეგოთ. გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ ის, რასაც მარტო ჩვენ, მარტო ქართველი ხალხი კი არა, მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნებათ.

რა 100/50-ზე, ჩვენ ადგილებით კი არ ვვაჭრობთ. ჭირსაც წაუღია პარლამენტში ადგილი. მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არ დავთმობთ არცერთ შემთხვევაში. საქართველოს მომავალს ვერ ჩავაბარებთ ივანიშვილს. 100/ 50-ითაც დამარცხებულია და დღევანდელი სისტემითაც დამარცხებულია, მაგრამ ხალხის მოთხოვნა უნდა შესრულდეს, უნდა იყოს კოალიციური მმართველობა საქართველოში. ერთპიროვნული ძალაუფლება უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ