კობა კოშაძის ადვოკატი მოწმეზე - ისე ყვებოდა თავის ჩვენებას, მე შევწუხდი ამ ყმაწვილის მაგივრად - ასეთი პოლიციელებით უნდათ მტკიცებულებების შექმნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებაში ბევრი უზუსტობა იყო.

მისივე თქმით, ეს საქმე გაყალბებულია.

„მე შევწუხდი ამ ყმაწვილის მაგივრად. იცით, როგორ ყვებოდა თავის ჩვენებას? მასწავლებლის წინაშე საზეპიროს რომ ყვებიან და ნერვიულობენ, რამე არ შეეშალოთ. ბოლოს ხმა აუკანკალდა, ვიფიქრე ცუდად არ გახდეს მეთქი. ასეთი პოლიციელებით უნდათ მტკიცებულებების შექმნა. მოწმეებმა ბევრი უზუსტობა დაუშვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფაქტი არ მომხდარა, მათ ხელოვნურად შექმნეს და შესაბამისად, ტყუილი გაიმეორო ისე, რომ შეცდომა არ დაუშვა და დაამთხვიო ჩვენებები ერთმანეთს, ძალიან რთულია“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

დაცვის მხარის განცხადებას, რომ მოწმეების ჩვენებებში უზუსტობებია, არ ეთანხმება საქმის პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე. მისი განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა დეტალურად და ქრონოლოგიურად ისაუბრეს.

„გამომძიებელმა დეტალურად, ქრონოლოგიურად განმარტა ყველა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და ასევე განმარტა, თუ რა ვითარებაში მოხდა კობა კოშაძის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოიღება. მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, რომ საქმის მასალების არასწორი ინტერპრეტაციით შეცდომაში შეეყვანა გამომძიებელი, მან სრული სიმართლე თქვა და განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარღი ამოღებული იქნა კობა კოშაძის ავტომანქანიდან”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა