პრემიერი ლავროვის ვიზიტზე - თუ ჩვენი კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მივდივართ პარტნიორებთან და სხვა გამოსავალს ვპოულობთ

ერთმნიშვნელოვნად, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღება. ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში, თბილისში გაიმართება.

„საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავის, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება“, - აცხადებს გახარია.

კითხვაზე, მთავრობა ეძებს თუ არა შუალედურ ვარიანტს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის, პრემიერი ასე პასუხობს: „მე არაფერს ვეძებ. ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს