დიმიტრი მედვედევი - რუსეთს ანტარქტიდის კონტინენტზე სტრატეგიული ინტერესები აქვს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ანტარქტიდის კონტინენტის შესწავლის მიმართულებით წამყვან ადგილს იკავებს და არ შეიძლება მან ლიდერი პოზიციები დაკარგოს.

მედვედევის თქმით, სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ის რუს მეცნიერებს. მედვედევის განცხადებით, რუსეთი ანტარქტიდაზე საექსპედიციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას აგრძელებს.

მედვედევის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ახალი ზამთრის კომპლექსის შესაქმნელად, ხოლო 2021 წელს იგეგმება რუსული ბაზების რეკონსტრუქცია, რომლებიც მუდმივმოქმედი სამეცნიერო სადგურები იქნება. განსაკუთრებული ყურადღება კი სპეციალისტების მომზადებას დაეთმობა.

„ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთს სტრატეგიული ინტერესები აქვს ანტარქტიდაზე და მზად არის სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მედვედევმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?