ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკის სამინისტროსა და USAID - ის პროგრამას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს ინტერვენციების შინაარსი და მისი განხორციელების გზები.

„ESP პროგრამა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ ხელშეწყობას ეკონომიკური მოდელების შემუშავებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის გზით. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინებასა და რეგიონებში დასაქმების პოტენციალის გაზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო