მედიის ინფორმაციით, „ოსეთის გენოციდის“ აღიარების საკითხზე მომუშავე რუსი დეპუტატები ცხინვალში ჩავლენ

თებერვალში, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ რუსი დეპუტატების სამუშაო ჯგუფის ჩასვლა იგეგმება, რომელიც ოსების გენოციდის აღიარების საკითხზე მუშაობს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ვიკტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა.

„მუშაობაში ჩავრთეთ ექსპერტები, ისტორიკოსები ისტორიის ინსტიტუტისა და მეცნიერებათა აკადემიიდან, ასევე, სახელმწიფო არქივიდან. ჩვენ ჩავატარეთ სხდომა, რომელზეც დავამტკიცეთ სამუშაო გეგმა, განვსაზღვრეთ პირები, რომლებიც ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით და შეაგროვებენ მასალებს წყაროებიდან. მას შემდეგ, რაც თითოეული წევრი მომაწვდის ინფორმაციას, რომ მზად იქნება სამხრეთ ოსეთის დეპუტატებთან დიალოგისთვის, განვსაზღვრავთ ცხინვალში ჩასვლის თარიღს“, - განაცხადა ვოდოლაცკიმ.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოქმედებს კომისია საქართველოს ხელისუფლების მიერ 1920 წელს ოსების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. კომისიას დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიკტორ ვოდოლაცკი ხელმძღვანელობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა