არასამთავრობოები რამდენიმე მუნიციპალიტეტში ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ გაუმართაობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ გაუმართაობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და შს სამინისტროს მოუწოდებენ, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ, რომელმაც მონიტორინგისთვის შეარჩია შემდეგი მუნიციპალიტეტები: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, გორი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ახალციხე, ბათუმი. დაკვირვება განხორციელდა შემდეგი მეთოდოლოგიით: საქართველოს მუნიციპალიტეტებში ყველა კამერასთან იმოძრავა სხვადასხვა ავტომობილმა (სხვადასხვა სანომრე ნიშნით), რომელთაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდათ და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი გათვალისწინებული სანქცია. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია კამერების პროგრამული გაუმართაობის შესახებ დადასტურდა.

„აღნიშნული ფაქტი გვიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კამერების მიერ შესაძლოა არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება სხვა დარღვევებზეც: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება. თუმცა ამ ეტაპზე ასოციაციამ გადაამოწმა მხოლოდ ერთი პარამეტრი (ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება) ე.წ. „ჭკვიანი კამერის“ ფუნქციებიდან, რის შედეგადაც არც ერთ შემთხვევაში კამერის მიერ რეაგირება არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ კანონის არაღსრულების აღნიშნული ფაქტი მასშტაბურია და 2018 წლის 1 იანვარს დაწყებულ ტექ-ინსპექტირების რეფორმას შეუქმნა საფრთხე. ბოლო თვეების განმავლობაში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობამ იკლო თითქმის 40 %-ით“, - ნათქვამია ინფორმაციაშია.

მათივე ცნობით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია მთელს ევროპაში. ჩვენი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ განთავსების პროგრამას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა კამერების გაუმართაობა (თვეების განმავლობაში) შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ 2019 წელს 500-მდე მოქალაქე დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხოლო 8 000 -მდე დაშავდა/დასახიჩრდა.

განცხადებაში მოყვანილ ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირების მოხდენის თაობაზე შსს-ს მიმართავენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - დავით მესხიშვილი

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის - ეკა ლალიაშვილი

ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის - ირაკლი იზორია

ჰაბ-ჯორჯია - ვასო ურუშაძე

ურბანული ლაბორატორია - გიორგი ბაბუნაშვილი

"ჩემი ქალაქი მკლავს" - გიორგი ჯაფარიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა