გია ვოლსკი - გავრილოვის ჭკუის დამრიგებლური განცხადებები უადგილოა

განცხადება, რომ ხელისუფლება სერგეი ლავროვის საქართველოში არ შემოშვებას ვერ გაბედავს, ზოგიერთი საექსპერტო აზრის სისუსტეს და პოლიტიკურ ანგაჟირებულობას აჩვენებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში არ შემოშვებას ვერ გაბედავს. ვოლსკის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა არ მოხდება.

„საუბარი ხელისუფლების გამბედაობაზე არ არის. ეს ზოგიერთი საექსპერტო აზრის სისუსტეს და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკურ ანგაჟირებულობას აჩვენებს. საუბარია კანონზე, რომელსაც სახელმწიფო უნდა იცავდეს და ასევე, საერთაშორისო ვალდებულებებზე. ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული. კანონი არ იქნება დარღვეული,” - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებების პოზიტიურად შეფასებას, ვოლსკის თქმით, გავრილოვის ჭკუისდამრიგებლური განცხადებები უადგილოა და დაძაბულობის შემოტანას ემსახურება.

„ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში, პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოს. მისი შეფასებები, ჭკუისდამრიგებლური განცხადებები უადგილოა და მხოლოდ იმას ეხმარება, პოლიტიკურ ველზე უფრო მეტი დაძაბულობა შემოვიდეს,” - აღნიშნა მან.

„საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა