ლევან დავითაშვილის განცხადებით, „იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში შესრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „იაფი ფულის“ დაპირება, სოფლის მეურნეობის დარგში ნამდვილად შესრულდა. ამის შესახებ დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც მისი თქმით, სესხები 1%,2% და 3%-ად გაიცემა, ხშირ შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ნულის ტოლია და სესხები პრაქტიკულად უფასოდ გაიცემა.

„ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო იაფი ფულადი რესურსები სოფლის მეურნეობის დარგისთვის. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. 2013 წლიდან არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსებაა გაცემული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე