ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტია ემიჯნება იმ ანტიამერიკულ განწყობებს, რომელიც გარკვეულ პარტიებში არსებობს

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, NDI და IRI საქართველოში წლების განმავლობაში პოლიტიკური დემოკრატიის განვითარების საკითხებზე მუშაობს.

მისივე თქმით, კონსერვატიული პარტია ემიჯნება იმ ანტიამერიკულ განწყობებს, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებში არსებობს.

„ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობენ საქართველოში პოლიტიკური დემოკრატიის განვითარების საკითხებზე. IRI -სთან კონსერვატიულ პარტიას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღესაც ინტენსიური ურთიერთობის ფორმატში ვიმყოფებით და მიგვაჩნია, რომ პარტიული სტრუქტურების, პარტიების დემოკრატიული განვითარების საქმეში ამ ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. ასევე ვემიჯნებით იმ ანტიამერიკულ განწყობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილში. საკმარისია, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - აშშ-მ თავისი საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს საქართველოს მიმართ ძნელი წარმოსადგენი არ არის რა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომაც, პრაგმატული თვალსაზრისითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვქონდეს ადეკვატური ურთიერთობა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია