ანონსი 31 იანვარი

31 იანვარს, 10:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

31 იანვარს, 10:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ სასტუმრო „რედისონში“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე პარტიის ხედვას წარადგენს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

31 იანვარს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

31 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოდგილე კობა კობალაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

31 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკების სამსახურიდან დათხოვნის საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ბრიფინგს დაესწრებიან სამსახურიდან დათხოვნილი სოციალური მუშაკები.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

31 იანვარს, 11:00 საათზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ მისიასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

31 იანვარს, 11:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან, პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრები აქციას გამართავენ.

თემა: საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია-599 43 43 08

31 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ელჩთან რან გიდორთან მადლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.

მის: თავისუფლების მოედანი #4

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

საკონტაქტო: ნინო ერემაშვილი - 599 54 55 19

31 იანვარს, 11:00 საათზე, არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ პრესკონფერენციას განმართავს.

პრესკონფერენციას ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები და ადვოკატები, ასევე თავად დაზარალებული ლექტორი, გიორგი მუმლაძე დაესწრება.

მის: კანდელაკის ქ. N 23.

საკონტაქტო: 599 88546828

31 იანვარს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ქარდავას, ილია გამგებლისა და დავით ქოქიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის დეკემბერი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დადიანის #30

31 იანვარს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მედიას მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მის: კახეთის გზატკეცილი 99 (საკონფერენციო დარბაზი)

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595956103

31 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: აზარტული თამაშების რეგულირების საკითხი და პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნები. მონაცემები მოქალაქეების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესახებ. 2 თებერვალს დაგეგმილი მდუმარე აქცია.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 იანვარს, 12.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, დეკემბერი 2019

მის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სანაპიროს ქ. 2 (იუსტიციის სახლი, მეოთხე სართული)

31 იანვარს, 12:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროსაბჭოს პოზიცია და პროპორციული სისტემა

მის: ავალიშვილის 8

საკონტაქტო: 555602634 ირაკლი გაბისონია

31 იანვარს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებლის, გუგა ბესელიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: აზარტული თამაშების რეგულირების საკითხი. მონაცემები მოქალაქეების აზარტულ თამაშებში ჩართულობის შესახებ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო: 593 53 45 24

31 იანვარს, 12:00 საათზე „ხალხის პარტიის“ ყრილობა გაიმართება.

მის: კინოს სახლი, ძმები კაკაბაძეების #2

საკონტაქტო: 598 54 94 84

31 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 13.00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

მის: წერეთლის გამზ.144

საკონტაქტო: თათია წერეთელი 599 499 004

31 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 13:30 საათზე USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: ფაბრიკა, ე.ნინოშვილის ქუჩა #8.

საკონტაქტო: ელდარ პირმისაშვილი-558 44 55 66

31 იანვარს, 14:00 საათზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ირაკლი ნადარეიშვილთან, ბიზნესომბუდსმენთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #124, სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონული ოფისი

31 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

31 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N312 (C კორპუსი, III სართული)

31 იანვარს, 15.00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება.

მის.: უზნაძის 52

31 იანვარს 15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართება.

31 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 იანვარს, 17.30 საათზე, საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მედიას ახალწვეულ გიორგი ჭანტურიას წარუდგენს.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი, „ბენდელას“ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი

31 იანვარს, 18:00 საათზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციას ინიციატივით „Magti Club“-ში გაიმართება ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზი მხატვრების მიერ გაფორმებული კალენდარი.

მის: რუსთაველის გამზ.22

30 იანვარს, 19:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ცნობილი ამერიკელი ავტორისა და სპიკერის, ბაირონ ქეითის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: ელენე გამეზარდაშვილი - 577177517

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს