ამერიკელი მკვლევარი - აშშ-ს სჭირდება ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც საქართველოა

გამოცემა The Hill იანუსზ ბუგაჯსკის სტატიას აქვეყნებს, სადაც მკვლევარი ახლო აღმოსავლეთში და ევრაზიის რეგიონში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, საქართველოს მნიშვნელობაზე საუბრობს. ავტორის თქმით, აშშ-ს სჭირდება ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც საქართველოა, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს. ავტორის მიხედვით, ქართველ მაღალჩინოსანთა ვიზიტები ამერიკაში, მათ შორის გაზაფხულზე პრემიერ გახარიას მიერ დაგეგმილი შეხვედრები ვაშინგტონში ხაზს გაუსვამს ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში.

მკვლევარი რეგიონში რუსულ აგრესიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მოქმედებები საფრთხეს უქმნის ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ენერგოუსაფრთხოებასა და ემუქრება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებას.

„ნატო-ს ზოგიერთი დედაქალაქი შეშფოთებულია, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში გამოიწვევს რუსეთთან ომს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. ისინი უგულებელყოფენ იმ უმთავრეს პრინციპს, რომ მესამე მხარეს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე და ვერ შეძლებს რომელიმე ასპირანტის მძევლად აყვანას. მეტიც, რუსეთი არ გარისკავს უშუალო დაპირისპირებას უფრო მძლავრ სამხედრო მრავალეროვნულ ორგანიზაციასთან და თავად ნატო გახდება შემაკავებელი ფაქტორი განახლებული კონფლიქტისთვის, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა“,- წერს ბუგაჯსკი.

ავტორი საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში განხორციელებულ კონტრიბუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიაა და იგი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა, რომელიც „უფრო მეტი დახმარებით, შეძლებს უკეთესად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია და უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ამერიკის რეგიონული მოკავშირეობა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა