ძმები ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი - დაზარალებულებმაც განაცხადეს, რომ დაკავებული პირები შემსრულებლები არიან, რაც შეეხება შემკვეთს, გამოძიება ამ კუთხითაც მიმდინარეობს

როგორც დაზარალებულებმაც განაცხადეს, პირები, რომლებიც ჩვენ მიერ არიან დაკავებული, შემსრულებლები არიან, რაც შეეხება შემკვეთს, ამაზე ბრალდების მხარეს გარკვეული ინფორმაცია აქვს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ძმების მკვლელობის შეკვეთა უკრაინაში დაიგეგმა. სილაგაძის თქმითვე, გამოძიებას ამ მიმართულებით გარკვეული ინფორმაციაც აქვს.

„ორ პირს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება, დანარჩენ 4 პირს ბრალად ედებათ ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღება. სულ დაკავებულია 7 პირი, აქედან ერთი დაკავებულია უკრაინაში.

ძმების განზრახ მკვლელობა იგეგმებოდა შეკვეთით ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს. მკვლელობის მოტივებზე და სხვადასხვა მიზნებზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებს სილაგაძე.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა