ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის - ნუგზარ ბეჟანიძის, გოჩა თადუმაძის, გიორგი ბიბილაურის, ბექა ცინცაძის, როლანდ ბერიძისა და იური მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, მათგან ერთი უკრაინაში. 6 პირიდან 2-ს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს