ქართული პრესის მიმოხილვა 31.01.2020

როგორ გახდა “რუსული საინფორმაციო ომის ლიდერი” საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერი

ჯერჯერობით გადავრჩით - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

***

როგორ გახდა “რუსული საინფორმაციო ომის ლიდერი” საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერი

"რუსეთი ევროპის საბჭოს მთავარი დამფინანსებელია და როდესაც მას წევრობა შეუჩერეს, საბჭოს რუსული თანხები დააკლდა," - ასე აფასებს "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ რუსეთისათვის უფლებამოსილების სრულად აღდგენას. 99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, 7-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა, ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხი დადებითად გადაწყდა, ასამბლეა რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას დათანხმდა და ასევე იმას, რომ რუსეთის მიერ მიღწეული პროგრესების შეფასებას დაუბრუნდეს, ვიდრე საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა რუსეთში ვიზიტის შედეგად არ იქნება წარმოდგენილი მონიტორინგის მოხსენება რუსეთთან დაკავშრებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ გახდა “რუსული საინფორმაციო ომის ლიდერი” საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერი / რატომ შეხვდა "აღფრთოვანებით“ ევროპის საბჭო რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას

"მაისაია ამბობს, რომ სიტუაცია 1920 წლის მოვლენას აგონებს, როდესაც ერთა ლიგამ საქართველოს მის წევრობაზე უარი უთხრა. "ცერემონიას ვუყურე და ისიც ვნახე, თუ ევროპელი წევრები რუსეთს როგორი აღფრთოვანებით, ემოციებითა და სიხარულით უჭერენ მხარს, ამ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობით მოხდა, რაც ძალიან გამიკვირდა. "რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტ-იდეოლოგი ტოლსტოი, რომელსაც "ოერტე"-ზე პროპაგანდისტული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია" მიჰყავდა, შემდეგ პუტინმა ეს დაუფასა , მმართველ პოლიტიკურ პარტიაში გადაიყვანა და შემდგომში სახელმწიფო სათათბიროს წევრი გახადა, ფაქტიურად რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ლიდერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერი გახდა. "ეს განპირობებული იყო ერთი ძალიან მარტივი ფაქტით, სამწუხაროდ პოლიტიკური შიგთავსი მესამე პლანზე გადავიდა, იმ დროს როცა რუსეთში კონსტიტუციური ცვლილებები ხორციელდება და ის ევროსაბჭოს ყველა გადაწყვეტილებების სრულად იგნორირებას აპირებს, რუსეთი ევროპის საბჭოს მთავარი დამფინანსებელია და როდესაც მას წევრობა შეუჩერეს, საბჭოს რუსული თანხები დააკლდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს სიტუაცია მაგონებს იმას, თუ როგორ მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იგნორირება და მარტო დატოვება, როდესაც ერთა ლიგამ 1920 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უარი უთხრა, რომ მისი წევრი გამხდარიყო. "ამან მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაღუპა იმიტომ, რომ 1921 წლის 11 თებერვალს რუსეთი შემოიჭრა და ანექსია მოახდინა, ეს რეციდივი თითქოს მეორდება და არ მინდა, რომ ამის პრეცენდენტი განმეორდეს" - განაცხადა მან. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსი დეპუტატები გათავხედდნენ და საქართველოს აქეთ წაუყენეს ულტიმატუმი. „რა თქმა უნდა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა და ბრიტანეთი წინააღმდეგია, მაგრამ დანარჩენმა ქვეყნებმა ფაქტიურად მხარი დაუჭირა და სანქციურ პოლიტიკასთან დაკავშირებით როგორ გაგრძელდება ეს, საკითხავია”, - განაგრძობს გამოცემა.

"ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება თვითონ ამ ორგანიზაციასაც ერთგვარ ჩიხში აქცევს, იმის მაგივრად, რომ მონიტორინგის ჯგუფს რუსეთზე ზეწოლა მოეხდინა, და რუსეთის დელეგაცია არ დაეშვა, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება. და შემდეგ ეს რუსი დეპუტატები როგორი გათავხედებული იყვნენ, ტოლსტოიმ პირიქით გვითხრა, რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ულტიმატუმის ენით დაგველაპარაკა და აქეთ ვალი დაგვადო. ვის ვენდოთ? აქ ისმის რიტორიკული კითხვა, იმ ქვეყნების იმედი, რომლებმაც რუსეთს მხარი დაუჭირეს, უნდა გვქონდეს, მაგრამ იმ ქვეყნების იმედზე რამდენად უნდა ვიყოთ, რომელებმაც რუსეთს მხარი დაუჭირეს, ეს გაუგებარია" - განაცხადა მაისაიამ. ამ გადაწყვეტილებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე”, - წერს სტატიის ავტორი.

ჯერჯერობით გადავრჩით - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

არსებობს თუ არა საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ჩინეთის 9 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, გუდაურიდან თბილისში გადმოიყვანეს. მათ შესაბამისი კვლევები ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. როგორც მედიკოსები აბობენ, ტყუპებს "ა” ტიპის ვირუსი აქვთ და კორონა ვირუსის საფრთხე გამოირიცხა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჯერჯერობით გადავრჩით - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ / "ვინც ჩინეთში იმოგზაურა ბოლო 2 კვირის მანძილზე და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს"

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას ასევე, 24 წლის ქართველი მამაკაცი გადის, რომელიც ჩინეთიდან დაბრუნდა და ტემპერატურის მომატება აღენიშნება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა კორონა ვირუსი არც მას დაუდგინდა. ცერცვაძე ამბობს, რომ ასევე ინფექციურ საავადმყოფოში ქალბატონი შემოიყვანეს და მისი მცირეწლოვანი შვილი. ქალს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ის თბილისის საერთაშორისო არეპორტიდან გადმოიყვანეს. ცინცაძე ამბობს, რომ ქლაბატონი უშუალოდ ქალაქ უხანში იმყოფებოდა, შემდეგ იმოგზაურა ტაილანდსა და დუბაიში. ამიტომაც ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მოიყვანეს 9 ჩინელი, რომლებიც ასევე აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ, ამ 9 ადამიანიდან ორს, ტყუპ ბავშვებს, აღენიშნება ტემპერატურის მომატება, შესაბამისად, არსებული რეკომენდაციებით, ეს ბავშვები მიჩნეული ვირუსის შესაძლო შემთხვევად იყვნენ და ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდნენ. “მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ. ბავშვებს მხოლოდ “ა” ტიპის ვირუსი დაუდგინდათ და არა აქვთ კორონავირუსი. ასევე იგივე შეგვიძლია 24 წლის ქართველ მამაკაცზეც განვაცხადოთ. დანარჩენ სხვა ჩინეთის მოქალაქეებსაც მხოლოდ სეზონური ვირუსი აქვთ. თუმცა ახლა დაკვირვების ქვეშ გვყავს ქალბატონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოიყვანეს. მას აქვს მაღალი ტემპერატურა და უშალოდ უხანში იმყოფებოდა. ამიტომაც მასზე განსაკუთრებული დაკვირვება ხდება. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, ისიც ჩვეულებრივ მკურნალობას ჩაიტარებს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმ ადამიანებს, ვინც ჩინეთი ორი კვირის მანძილზე დატოვა და ტემპერატურა დაუფიქსირდა, რეკომენდაციებს აძლევს. "ვინც ჩინეთში იმოგზაურა, 2 კვირის მანძილზე დატოვა ის ქვეყანა და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გასასვლელთან ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს ხვდებიან და დისტანციურად ხელის სკანერით სინჯავენ," - განაცხადა იმნაძემ. რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსი ანი კასრაძე კი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი მოეწყო. "ცენტრში ამ პერიოდის განმავლობაში მოეწყო ე.წ რეაგირების სიტუაციების ოთახი, ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და სწრაფი რეაგირების ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი სივრციდან მართონ სიტუაცია," - აღნიშნა რისკებისა და მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ანი კასრაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლეებიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ქალაქ უხანში იმყოფებიან, მათ ევაკუაციას თურქეთი უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება. სპეციალური თვითმფრინავი კაისერის სამხედრო აეროპორტიდან დღეს გაფრინდა. თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და აპარატურით. თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად ჩინეთიდან გამოიყვანენ საქართველოს 7, აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის 1 მოქალაქეს. ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციას "ქოჯა იუსუფი" უწოდეს. 29 იანვრის მონაცემებით კორონავირუსისგან 103 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საქართველოს ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ვირუსმა იმსხვერპლა 170 ადამიანი. BBC წერს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათგან ბოლო ტიბეტი იყო. ჩინელი ექიმების ინფორმაციით, ქვეყანაში, 29 იანვრის მონაცემებით, 7 711 ადამიანია დაავადებული. ინფექცია სულ მცირე 15 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დღეს კვლავ შეხვედრებია. "ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელებამ და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემამ შეგვაშფოთა," - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმატედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მან დაასახელა გერმანია, ვიეტნამი და იაპონია, სადაც დაავადება დაუდგინდათ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან. კორონავირუსით ჩინეთში ახლა უფრო მეტი ადამიანი დაავადდა, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული SARS-ით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა ახლა ბევრად ნაკლებია”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა