„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას მიუღებლად მიიჩნევს

ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას მიუღებლად მიიჩნევს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მიუღებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების და რიგი ჯგუფების მხრიდან, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისა და ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების დაუსაბუთებელ კრიტიკასა და დისკრედიტაციის მცდელობას, როგორებიცაა NDI და IRI; ეს ქვეყნები და ორგანიზაციები წლებია გვეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება მათთან თანამშრომლობის ნაცვლად, კონფრონტაციას ირჩევს. სავალალოა, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების დასაცავად, ხელისუფლება არ ერიდება საქართველოს მეგობრებზე თავდასხმას და ამ პროცესში თანდათან კარგავს დემოკრატიული სახელმწიფოს სახეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მეგობრების დახმარება, რათა შეინარჩუნოს თავისუფლების ის ხარისხი, რომლის პირობებშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი, მათ შორის - აირჩიონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი და ყველა მომდევნო ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ემსახურება არა ერთი რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს