პაატა იმნაძის განცხადებით, ამერიკელი მეცნიერებისგან გამოითქვა თეორია, რომ კორონავირუსისგან წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი დაიცვას, თუმცა ეს მეცნიერულად არ არის გამყარებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ამერიკელი მეცნიერების მხრიდან გამოითქვა თეორია, რომ კორონავირუსისგან წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი დაიცვას, თუმცა ეს მეცნიერულად არ არის გამყარებული და თეორიებზე საუბარი უჭირს.

„ვირუსი სულ რაღაც ერთი თვის არის, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მოსაზრებები, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერების, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. არის ასეთი მოსაზრება, რადგან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, იმიტომ, რომ ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის. ასევე ახალგაზრდებშიც არ არის, მაშინ, როცა გარდაცვლილთა შემთხვევების უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - განაცხადა იმნაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი