დავით ბაქრაძე - ევროსაბჭოს რეზოლუცია „ოცნების“ მიმართ კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა - ტყულიად ნუ გაიხარებენ სიტყვა „პროპორციულის“ ამოღებით

ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიმართ კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმაა. ამ რეზოლუციაში პირდაპირ გამოხატულია ევროსაბჭოს დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პროცესების მიმართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, რეზოლუციაში პირდაპირ უარყოფითად არის შეფასებული პარლამენტის მხრიდან საარჩევნო რეფორმისა და პროპორციული სისტემის ჩაგდება.

„უარყოფითადაა შეფასებული 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოვლენილი მძიმე დანაშაულების ხელისუფლების მხრიდან გამოუძიებლობა. ასევე, ნეგატიურადაა შეფასებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, მაგრამ მთავარი ჩანაწერი უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს და პირდაპირ წერია ევროსაბჭოს მოთხოვნა - შეიცვალოს სისტემა და სისტემა შეიცვალოს ისე, რომ შეთანხმებული იყოს ოპოზიციასთან. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი „ქართული ოცნებისთვის“ და ტყულიად ნუ გაიხარებენ სიტყვა „პროპორციულის“ ამოღებით. სიტყვა „პროპორციული“ ამოღებულია იმიტომ, რომ ჩვენ, ოპოზიციას კომპრომისის სახით წარდგენილი გვაქვს განსხვავებული მოდელები, მათ შორის, „გერმანული მოდელი“, მრავალმანდატიანი მოდელი, რომელიც კლასიკური გაგებით არ არის პირდაპირ პროპორციული. სიტყვა „პროპორციული“ ამოიღეს სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციის მოდელებისთვის მიეცათ შეთანხმების პესპექტივა. თავად მოთხოვნა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ იყოს შეთანხმებული და ოპოზიციისთვის მისაღები, ძალიან მკაფიოა. ეს არის კიდვე ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“ , რომელიც ამბობს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს და ამ სისტემით აპირებს არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლემ თავის პოზიცია გამოხატა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანზიაცია, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემა და სისტემის შესათანხმებლად აუცილებელია ნაბიჯები გადადგას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწრაფად მოყვება სრული საერთაშორისო იზოლირების პირობებში. უფრო მეტიც, ეს რეზოლუცია ქმნის რეალურ საფუძველს, მოხდეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე კითხვის ნიშნების დასმა არჩევნების შემდეგ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოეგონ და ოპოზიციასთან შეათანხმონ ის, თუ როგორ ჩაატარონ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა