ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ჩინეთიდან დაბრუნების სურვილი გამოთქვეს,  კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან

თურქეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის მიმართულებით უკვე აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციას მოახდებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა.

მისივე თქმით, ევაკუირებულები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან.

„ინფორმაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ თურქეთის რესპუბლიკიდან, არის ის, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის.

ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია