სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალის КГБ-ს მეთაური მისი უწყების პრიორიტეტად ქართული მხარის გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ასახელებს

2019 წლის გარე კონტურზე ქართულმა მხარემ თავისი ჰიბრიდული სტრატეგიის ფარგლებში განაგრძო ღონისძიებების რეალიზება, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის საფუძვლების წინააღმდეგ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინსტიტუტების კომპრომეტაციაზე, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რღვევისკენ და „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების წინაპირობის შესაქმნელად, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმიანობის გამოვლინებაა დასახლებულ პუნქტ წნელისთან დაძაბულობის კერის ფორმირება.

„ოფიციალური თბილისის საპასუხოდ, წნელისის მიმართულებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა განახორციელა სპეციალური ქმედებები, რომელიც კონტროლის აღდგენის და ქართული მხარის პროვოკაციის აღკვეთის საშუალებას იძლება საზღვრის ამ მონაკვეთზე“, - განაცხადა შირანმა.

მანვე ე.წ. სამხრეთოსური სპეცსამსახურების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა ინფორმაციის მოპოვება ქართული მხარისა და „მისი დასავლელი კურატორების გეგმების შესახებ“ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად