ლევან ხაბეიშვილი - ჩემი წინასწარმეტყველება ახდა, გამომიყვანეს დამნაშავე - ზარქუა წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა დამჟეჟაო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, თავში წავადებ ხაბეიშვილსო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო,- ამის შესახებ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს სასამართლო გამოიტანს, ისეთივე შეკვეთილი იქნება, როგორც “მასზე თავდასხმა”.

“მძიმე კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეს გამოვლინდება “ქართული ოცნების”, კალაძის და ივანიშვილის პანიკით, სხვა არაფერია თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ. ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში როგორ ჯგუფურად, ორგანიზებულად ლაჩრულად, მოპარვით დამესხნენ თავს და საბოლოო ჯამში, ჩემი შაბათ დღის წინასწარმეტყველება ახდა, აქედან გამომიყვანეს დამნაშავე. მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ის კაცი, კაცი რომ ჰქვია და ზარქუა რომ არის გვარად და ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, თავში წავადებ ხაბეიშვილსო, წავუთაქებო და დღეს რომ ტელევიზია-ტელევიზია წკმუტუნ-წკმუტუნით დადიოდა, გვერდები მტკიოდა, გრიმით დავიფარე სახე, თორემ ხაბეიშვილმა ისე დამჟეჟაო. ამის შემდეგ ამ ყველაფრის შემოქმედი ხალხი ხელისუფლებაში რომ არის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თორემ ახლა სასამართლო რომ ჰქვია და ბიძინა ივანიშვილის მოურავები, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ესეც ხომ წინასწარ არის ცნობილი, ხომ კარგად იცით, რომ ახლა 3 ათასლარიანი იქნება, 8 ათას ლარიანი იქნება, თუ რა გირაოც არ უნდა შემიფარდონ, ეს იქნება დაკვეთილი, ისევე, როგორც იყო შეკვეთილი ეს თავდასხმა. მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილსაც, კალაძესაც, ძალოვან მინისტრებსაც - უკაცრავად, არ დარჩა საქართველოში არც ერთი მინისტრი, რომელიც არ ვამხილე კორუფციაში, დაწყებული გომელაურით, დამთავრებული ფარცხალაძის კანტორა პროკურატურით. ვიბრძოლებ ბოლომდე კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ამათმა მაქსიმალურად ნაკლები შეჭამონ იმ დრომდე, რა დროც აქვთ და დრო ძალიან ცოტაა, რადგან ათვლა დაწყებულია, კალაძე ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კრიმინალური ბანდის”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რაზეც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს