სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შემოწმებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე), და შემოწმების ძირითადი მიზანია წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.

„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. ვინაიდან ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.

იხილეთ ვიდეო: სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ყველის მოკვლევადობას ამოწმებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა