მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა.

„ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს ვაგრძელებთ იმ ინტენსიური სასამართლოს პროცესების ფონზე, რომელიც მუშაობის დროს არ გვიტოვებს. ჩვენი ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც უკვე შექმნილია წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერანაირად ვერ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, პარტიის წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სრულად აღმოფხვრის ამ პრობლემას. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზას მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავენ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად