„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებით, გუდაურის ტრასის მდგომარეობა, რამაც დამსვენებლების უკმაყოფილება გამოიწვია, თოვლის სიმცირის შედეგია

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებით, გუდაურში სათხილამურო ტრასის მდგომარეობა, რამაც დამსვენებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თოვლის სიმცირის შედეგია.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დამუშავების შემდეგ კურორტზე თოვლის საფარი 40 სმ-მდეა, რაც საკმარისი არ არის.

„ამ ეტაპზე სათხილამურო ტრასებზე კვლავ თოვლის სიმცირეა. თოვლსატკეპნი ტექნიკა ყოველ ღამე მუშაობს. კურორტზე დაახლოებით 60 სმ ფაფუკი თოვლი მოვიდა, თოვლის დამუშავების შედეგად მივიღეთ 40 სმ-მდე საფარი, რომელიც არ არის საკმარისი.

სათხილამურო ტრასას სჭირდება თოვლის შესაბამისი დამუშავება. სწორედ დაჩეხილ- დამუშავებული თოვლი გვაძლევს "ფრეზის" გამოყენების საშუალებას, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ტემპერატურა (ყინვა).

გუშინდელმა დღემ საშუალება მოგვცა მოგვემზადებინა მხოლოდ პირველი, კუდები1,2,3 , გუდაურა 1 , სნოუპარკისა და კობი- გუდაურის სათხილამურო გზები“, - აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" უწყებაში.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა დამსვენებელმა გუდაურიდან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სათხილამურო ტრასის ცუდი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. კერძოდ კი აცხადებს, რომ ტრასა სათანადოდ არაა დამუშავებული, მასზე ქვები ყრია, რაც თხილამურს აზიანებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა