ჩინეთის საგარეო უწყება - ვაშინგტონი კორონავირუსთან მიმართებაში არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.

„ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება“, - განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა.

„ის იყო პირველი, ვინც უხანიდან ევაკუაცია დაიწყო. პირველი, ვინც ჩინელ მოგზაურებს აკრძალვები დაუწესა.სხვათა შორის, ბოლო მონაცემებით აშშ-ში გავრცელებულმა გრიპმა 2019-2020 წლებში 10 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, მაშინ როცა 2 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით 361 ადამიანი გარდაიცვალა“,-განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს კორონავირუსთან მიმართებაში ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს