სააგენტო „რესი“ - ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, მრჩევლის სახლში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

იგორ გალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან, ჯანდაცვის რეფორმირების საკითხზე მუშაობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს