ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედრებს ვლადიკავკაზში გადაასვენებენ

ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრებს ვლადიკავკაზში გადაასვენებენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამის შესახებ გახდება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი.

ჯაგაევის თქმით, გარეგნულად ცხედრებს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

სამართალდამცველები ამ ეტაპზე რაიმე სახის კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, ცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები დღეს იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო