დღეიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს დღეიდან უკვე აქვს ახალი კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"საქართველოში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების ქვეშ იყო 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო 2 ადამიანი, რომლებიც ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფი. ყველას ჩაუტარდა კვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა უარყოფითია. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ან მსგავსი ტიპის ვირუსების გამოვლენისთვის დიაგნოსტირებას, გამყრელიძის განმარტებით, ამას სახელმწიფო თავის თავზე იღებს, რადგან ეს მათი პრეროგატივაა.

„ამ ტიპის პროცესების დროს ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო. ეს არის გადაყვანა, მკურნალობა, დიაგნოსტიკა, ლაბორატორია, ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა და სახელმწიფოს ფულს ვერავინ გადაახდევინებს, არც გადაახდევინებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: დღეიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს