არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სწორი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის მერვე წელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც სწორი წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი განმარტებით, მმართველ გუნდში არიან ლიდერები, ვისაც საზოგადოება ენდობა და მხარს უჭერს.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს და იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღის წესრიგში სახელმწიფო უწყებების პიკეტირების და აქციების საკითხი დააბრუნეს, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პიკეტები და ქუჩის პოლიტიკა არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება.

„მესმის, რომ ოპოზიციას ჰყავს პიკეტოლოგიის არაერთი სპეციალისტი, თუმცა პიკეტები და ქუჩის პოლიტიკა არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება. ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, საუბარს და ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით და დესტაბილიზაციით სცადოს რაიმეს შეცვლა ქვეყანაში. სტაბილურობა და უსაფრთხოება იქნება დაცული“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

ინტერვიუში საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების და მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო გადანაცვლების შესახებ ინფორმაციაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის