ბადრი ჯაფარიძე ირაკლი შოთაძის განცხადებაზე - მისასალმებელია, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაადასტურა ის, რაც სინამდვილეში მოხდა

მისასალმებელია ის ფაქტი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რაც სინამდვილეში მოხდა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ესწრებოდა მამუკა ხაზარაძეს, ბიძინა ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის გამართულ შეხვედრას.

ჯაფარიძე შოთაძეს მოუწოდებს, რომ თუკი ის გენერალური პროკურორი გახდება ასევე იხელმძღვანელოს სიმართლის პრინციპით და სააშკარაოზე გამოიტანოს იმ ბრალდებების აბსურდულობა, რომლითაც მას და მამუკა ხაზარაძეს „ივანიშვილი და მისი დაქვემდებარებული უწყებები“ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით ავიწროვებენ.

„მინდა შევუერთდე მამუკა ხაზარაძეს და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან სიმართლის საუბარს, სამწუხაროდ, მათი ხელწერა ტყუილი და დეზინფორმაციაა. ამიტომ, ჩემი აზრით, მისასალმებელია ის ფაქტი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რაც სინამდვილეში მოხდა. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს პრეცენდენტი, როდესაც ადამიანებს სიმართლის თქმის არ ეშინიათ, მიუხედავდა იმისა შემდგომ მათ ეს სიმართლე რაიმე კარიერულ სირთულეს შეუქმნით თუ არა. ამიტომ მინდა მოვუწოდო ბატონ შოთაძეს, თუკი ის გენერალური პროკურორი გახდება, ასევე გამოიყენოს იგივე პრინციპი, სიმართლის პრინციპი და ამხილოს, სააშკარაოზე გამოიტანოს იმ ბრალდების აბსურდულობა, რომლითაც ჩვენ უკვე 2 წელიწადია პროკურატურა და ივანიშვილს დაქვემდებარებული უწყებები გვავიწროვებენ ე.წ. ფულის გათეთრების თემასთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდო, რომ ეს პრეცედენტი გამოყენებული იყოს სწორედ იმისათვის, რომ ყველა ის ფაქტი, ყველა ის გარემოება, რომელიც ჩვენ დავასახელეთ და ასევე აღიქვან, როგორც სერიოზული მომხდარი ფაქტი და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა