ცხინვალში, რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი დასახელდა

ოკუპირებული ცხინვალი რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზს ასახელებს, რომელთა ცხედრები გუშინ, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები სამედიცინო ექსპერტიზისთვის ვლადიკავკაზში გადაასვენეს, სადაც დადგინდა, რომ ცოლ-ქმრის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რუსი მრჩევლის და მისი მეუღლის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

ცხინვალში, გუშინ ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩეველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს.

იგორ გალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან, ჯანდაცვის რეფორმირების საკითხზე მუშაობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო