ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2020

"გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე

***

"გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

"თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

"3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში რამდენიმე თურქი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი 2 თებერვალს მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, მათ პოზიციები სირიის პრეიზდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერმა ძალებმა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 5 თურქი სამხედრო და 3 ასევე თურქი სამოქალაქო პირი. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანამ" თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაში სირიის არმიის მონაწილეობა დაადასტურა. მათი თქმით, ცეცხლი გახსნილი იყო ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიმართულებით, რომლებიც უკან იხევდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ინციდენტს მაშინვე მოჰყვა ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან 3 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ საპასუხოდ 40 სამიზნე წერტილზე მიიტანა იერიში და 30-35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა. სირიის სამთავრობო ძალებზე თურქების საპასუხო საავიაციო და საარტილერიო დარტყვები ახლაც გრძელდება და ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არმიამ 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა, რასაც 76 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა. გარდა ამისა, ერგოღანმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ასადის მთავარ მოკავშირე რუსეთს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები რუს კოლეგებთან კონტაქტში არიან. ჩვენს რუს კოლეგებამდე მივიტანეთ სიგნალი - „გზაზე ნუ გადაგვეღობებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. თავად რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან, ერთის მხრივ, ასადის მხარდაჭერის გაგრძელება და ამის პარალელურად თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.

გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე

"თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირთვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე

"ამის შესახებ შოთაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ შეხვედრას რა დატვირთვა ჰქონდა და შოთაძის მისვლა ვისი ინიციატივა იყო. „გააჩნია ამ დასწრებას რა დატვირთვა ჰქონდა, დასწრების რა მოტივი იყო, ინიციატივა ვისი იყო, შოთაძის თუ იგივე ივანიშვილის, სხვანაირი შეფასება ძნელი გასაკეთებელია. „თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირვა აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე შეფასებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის სავარაუდო დაბრუნება „ქართულ ოცნებას" უხერხულობას არ შეუქმნის, რადგან იმ საქმის მთავარი ფიგურანტი, რის გამოც შოთაძემ თავის დროზე ეს თანამდებობა დატოვა, ამ ფაქტს მიესალმება. საერთოდ, ადამიანის დაბრუნება ძველ თანამდებობაზე, რომელიც ადრე თავისი ნებით აქვს დატოვებული, მიღებული არაა. თუ გახსოვთ ერთხელ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ საქმე წარმოებდა და შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მართალია, ისევ შესთავაზეს დაბრუნება და უარი თქვა სწორედ იმიტომ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან, თანამდებობის პირებიც კი”, - განაგრძბს გამოცემა.

"მაგრამ შოთაძე "ნაციონალების" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოვლენაში საკმაოდ აქტიური და ქმედითი იყო და ამ თვალსაზრისით შესაძლოა „ოცნებას" შოთაძის დაბრუნება უნდოდეს. იმ საქმის მთავარი ფიგურანტი (სარალიძეზე მოგახსენებთ), რომლის გამოც შოთაძე წავიდა, იძახს - დაბრუნდეს, კარგიაო და ამ ფიგურანტზე უფრო დაინტერესებული სხვა ვინმე არის საზოგადოებაში, რომ შოთაძე არ დაბრუნდეს? ის საქმე, როგორც ჩანს, დამთავრდა და მის მიმართ დაზარალებულსაც არ აქვს პრეტენზია და მხოლოდ ოპოზიცია და ჟურნალისტები იბრძვიან", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სოლოლაკის რეზიდენციაში „ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს რამდენიმე წლის წინ შეხვდა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა