ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ ბანერი წარწერით "სირცხვილი“ გააკრეს

ოპოზიციის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ მწვანე ღობითშემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დიდი ბანერი გააკრეს წარწერით "სირცხვილი". ამავე შინაარსის წარწერა ბანერზე ინგლისურადაც არის დატანილი. გიორგი ვაშაძის გნცხადებით, ეს ბანერი არის იმის სიმბოლო, რომ ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს.

მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარეს.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს